ირაკლი ღარიბაშვილი ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ – მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში ვატიკანის (წმინდა საყდარი) სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს, არქიეპისკოპოს დომინიკ მამბერტის შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვატიკანისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა დომინიკ მამბერტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მრავალწლიანი ქრისტიანული ტრადიციები და ქართველი ერის ისტორიული ტოლერანტობა.
„საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანულ სამყაროში. ქართული ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანული ეკლესიებს შორის“, – განაცხადა არქიეპისკოპოსმა პრემიერთან შეხვედრისას. მხარეებმა განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები