მამუკა მდინარაძე: რეალურად, ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე.

„რეალურად, ის რამდენიმე ადამიანს, პარტიის ლიდერებს აძლევდა რჩევებს მხოლოდ პოლიტიკურ საკითხებზე. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მაგრამ როდესაც ადამიანი უშუალოდ არის ჩართული და ამას პერმანენტული ხასიათი აქვს და არა პოლიტიკიდან დისტანცირებული ადამიანი აკეთებს ამას, ეს ჩართულობის აბსოლუტურად სხვა ხარისხია. ეს არის მთავარი განსხვავება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები