ნიკოლოზ სამხარაძე: „ლელო“ და მელია წლების განმავლობაში თანამშრომლობდნენ, თუ წინასაარჩევნოდ სხვა სახელს დაირქმევენ, არ ნიშნავს, რომ ახალი გაერთიანებაა

„ლელო“ და მელია ისედაც ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და ახლა, თუ წინასაარჩევნოდ რამე სხვა სახელს დაირქმევენ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს რაიმე ახალი გაერთიანებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში მესამე ძალა არ არსებობს და ვერც 2024 წელის არჩევნებისთვის მოესწრება მესამე ძალის შექმნა.

„თუ ვინმე საუბრობს იმაზე, რომ ვთქვათ, „ლელოსა“ და მელიას გაერთიანებით მესამე ძალა შეიქმნება, ეს, რა თქმა უნდა, ტყუილი და ფარსია. ქართული საზოგადოება არის საკმაოდ ბრძენი იმისთვის, რომ ასეთი იაფფასიანი ტრიუკები გაარჩიოს. „ლელო“ და მელია ისედაც ერთი პარტიის წარმომადგენლები არიან. მთელი ამ წლების განმავლობაში ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობდნენ და ახლა, თუ წინასაარჩევნოდ რამე სხვა სახელს დაირქმევენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რაიმე ახალი გაერთიანებაა. იგივე ეხება ნიკა გვარამიასაც, რომელმაც თურმე დღეს დააანონსა, რომ პოლიტიკურ პარტიას ქმნის. ვინ შეიძლება მოტყუვდეს ამით, რომ თუ ნიკა გვარამია რამე ახალ პარტიას შექმნის, ის არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებული? ამიტომ რეალურად ჩვენ საქმე გვაქვს ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა ფრთასთან, როგორც ეს იყო 2016 წლის არჩევნებზე. იგივე პროცესია ახლა, თითქოსდა ხდება ფრაგმენტაცია, მაგრამ რეალურად ეს არის ისევ იგივე ძველი „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენი საზოგადოება საკმარისად გათვითცნობიერებულია როგორც პოლიტიკაში, ასევე ჩვენს პოლიტიკოსებში და კარგად ხვდება მათ ჩანაფიქრს. ამიტომ ამითაც ისინი ვერ მიაღწევენ რაიმე რეალურ ხელშესახებ შედეგს“, – განაცხადა სამხარაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები