ნიკოლოზ სამხარაძე: მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელი დავასრულეთ ამაღლებულ განწყობაზე

პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელი დავასრულეთ ამაღლებულ განწყობაზე, წარმატებით, განსაკუთრებით – ევროინტეგრაციის გზაზე და მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ამბავი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„იმედი გვაქვს, რომ 2024 წლის ბოლოსაც ასეთი ამაღლებული განწყობა გვექნება, რადგან გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებისთვის და არამხოლოდ – ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობისთვის. ამისთვის ჩვენ ყველანაირი მზაობა გვაქვს. გვაქვს გამოცდილება, ზურგს გვიმაგრებს ცოდნა და ამიტომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ 2024 წელიც ამ მიმართულებით იქნება მნიშვნელოვანი და წარმატებული“, – განაცხადა სამხარაძემ “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები