კიევის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 21-მდე გაიზარდა

რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად კიევში, სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული, დაშავებულთა რიცხვი კი 21-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს.

რაც შეეხება დღევანდელი იერიშის შედეგებს ამ დროისთვის ცნობილ დეტალებს – დაზიანდა “ლუკიანოვსკაიას” მეტროსადგურის შენობა, რომელიც ცოტა ხნით დაკეტილი იყო, თუმცა, ახლა უკვე აგრძელებს მუშაობას.

სვიატოშინსკის რაიონში დაუსახლებელ მაღალსართულიან კორპუსს და სამ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

შევჩენკოს რაიონში დაუმთავრებელ ბიზნეს ცენტრში ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, ხანძარი იყო ავტოფარეხებსა და საწყობებში.

დარნიცკის რაიონში დაზიანდა ერთი მაღალსართულიანი კორპუსი და ერთი კერძო სახლი.

კიევში საჰაერო განგაში სამჯერ გამოცხადდა და თითქმის 5 საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები