ირაკლი ქადაგიშვილი: „ლელოც“ და მელიაც „ნაცმოძრაობის“ სტრატეგიული დინებაა

“პარტია „ლელოც“ და ნიკა მელიაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული დინება. „ლელოს“, როგორც სერიოზულ ალტერნატიულ ძალაზე საუბარი ვერ იქნება, საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რამენაირად ისე დალაგდნენ, რომ 5%-იანი ბარიერი მაინც გადალახონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დიდი კოლექტიური “ნაცმოძრაობა” წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია.

“ახლა ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთთან ავტონომიურ რეჟიმში დალაგებას ცდილობენ. ამავდროულად, ალბათ მათ შორისაც მიმდინარეობს პოლიტიკურ და ფინანსურ საკითხებზე ვაჭრობა – მოახერხებენ თუ არა ერთ სიაში გაერთიანებას. დიდი კოლექტიური “ნაცმოძრაობა” წარუმატებელი პოლიტიკის შედეგად სეგმენტირებულია, მაგრამ გარკვეულ ნაწილებს ერთმანეთთან კავშირის ქონის სურვილი აქვს”, – აცხადებს ქადაგიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები