გია ცაგარეიშვილი – “ნაცმოძრაობაზე” : ყოფილი რეჟიმის გასამართლებას მე ვემხრობი

მე ვიყავი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი 2012-2016 წლების პარლამენტში, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ დიახაც, სააკაშვილის რეჟიმი, როგორც დამნაშავე რეჟიმი, როგორც კრიმინალური პირამიდის შემქმნელი რეჟიმი, როგორც სისტემური დანაშაულების ჩამომყალიბებელი რეჟიმი უნდა გასამართლდეს აუცილებლად, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„პირველ ყოვლისა, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ეს არის ჩემი მოსაზრება, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებდა და დღესაც იზიარებს. რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ამ მსჯელობის დროს გამომჟღავნდება დანაშაულის ნიშნები. ეს ყველაფერი უნდა გადაიგზავნოს შესაბამისი წესით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ამ აზრზე ვიყავი 10 წლის წინ და არ შემიცვლია ჩემი მოსაზრება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა “ქრონიკაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები