“ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ” – გია ცაგარეიშვილი
“ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„რაც შეეხება ოპონენტების მუდმივ წამოძახილს ამ თემასთან დაკავშირებით. ამას ხშირად ის ადამიანები აკეთებდნენ, რომლებმაც რუსული ჯარი, აქედან ძლივს გაძევებული უკან შემოატრიალეს ფაქტობრივად თავისი ავადსახსენებელი, გაუთვლელი, პროვოკაციული პოლიტიკით. ამან, საბოლოოდ, დაამარცხა ეს ქვეყანა საშინელ კონფლიქტში, ჩვენდა სამწუხაროდ და ხელი შეუწყო რუსეთის ფედერაციას, რომ დაეწყო ჩვენი ძირძველი მიწების ოკუპაცია მოეხდინა მათ შორის ქართველების გენოციდი როგორც აფხაზეთში, ისე ყოფილ სამხრეთ ოსეთში.
ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ კოდორის ხეობას, ცხინვალს, ქსნის ხეობას, პატარა და დიდი ლიახვის ხეობებს, მტერს აბარებდნენ ახალგორს, მიატოვეს ჯარი, დღეს ჩვენ ჭკუას გვარიგებენ და მათ ფეხის ხმას არიან აყოლილები ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები. როცა იყვნენ ჩვენთან ერთად ხელისუფლებაში მაშინ რას აკეთებდნენ ამ მიმართულებით, რა ნაბიჯებს დგამდნენ, იქნებ ამაზეც მოგვიყვნენ ხოლმე“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა დაამტკიცა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.