„თუ მელიას კეზერაშვილის ფინანსებზე ხელი არ მიუწვდება, ახლა ამ დუეტის ფინანსებს გარკვეულწილად გამოიყენებს“ – გია ვოლსკი ხაზარაძე-მელიას ალიანსზე
„ლოიალობა, სიმპათია ერთმანეთის მიმართ ადრეც არაერთხელ იყო დადასტურებული”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ნიკა მელიასთან თანამშრომლობის შესახებ.
„არის კიდევ ერთი საკითხი, თუ მელიას კეზერაშვილის ფინანსებზე ხელი არ მიუწვდება, ახლა ამ დუეტის ფინანსებს გარკვეულწილად გამოიყენებს“, – აცხადებს ვოლსკი.
„ლელოს” თავმჯდომარემ ნიკა მელიასთან თანამშრომლობა დააანონსა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ის და ნიკა მელია სტრატეგიული პარტნიორები იქნებიან.