IAEA: ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა

ირანმა ფორდოსა და ნატანზის ბირთვულ ობიექტებზე 60%-მდე გამდიდრებული ურანის წარმოება ისევ გაზარდა თვეში 9 კილოგრამამდე. ურანის გამდიდრება ივნისიდან იყო შემცირებული.

ამის შესახებ IAEA-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც Reuters-ი ციტირებს.

„IAEA-მ დაადასტურა, რომ ირანმა ნოემბრის ბოლოდან UF6-ის (ურანის ჰექსაფტორიდი) წარმოება გაზარდა, რომელიც გამდიდრებულია 60%-ით U-235 იზოტოპამდე, ორივე ობიექტზე, დაახლოებით ცხრა კილოგრამამდე თვეში”,- ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ წარმოების ზრდა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ირანმა ივნისში გამდიდრებული ურანის წარმოება თვეში სამ კილოგრამამდე შეამცირა.

ირანმა IAEA-ს აცნობა, რომ გამდიდრებული ურანის წარმოების მოცულობაში ცვლილება 22 ნოემბერს შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები