ტყვეების გადაცვლის შედეგად 73 უკრაინელი სამხედრო და 69 მეამბოხე გათავისუფლდა (ვიდეო)
მეამბოხეებსა და კიევს შორის ტყვეების გადაცვალეს. შედეგად 73 უკრაინელი სამხედრო და 69 მეამბოხეა გათავისუფლებული. „იტარ-ტასის“ ინფორმაციით, ტყვეების გადაცვლა კონსტანტინოვკის რაიონში, დონეცკის სამხრეთით მოხდა. მანამდე „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გადაცვლა ფორმულით „65 65-ზე“ უნდა მომხდარიყო. შეგახსენებთ, რომ პირველი გადაცვლა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყოველი მხრიდან 37 ადამიანი გაათავისუფლეს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=mBepuWODt_c” width=”560″ height=”315″]