აზერბაიჯანში საფრანგეთის საელჩოს ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აღნიშნულია, რომ უწყებაში საფრანგეთის ელჩი – ანა ბუიონი იყო დაბარებული.
„მკაცრი პროტესტი გამოითქვა საფრანგეთის საელჩოს ორი თანამშრომლის ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუთავსებელია მათ დიპლომატიურ სტატუსთან და ეწინააღმდეგება ვენის 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ კონვენციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ფრანგებს რესპუბლიკის დასატოვებლად 48-საათიანი ვადა მისცეს.
ამავე დროს, აზერბაიჯანის საგარეოპოლიტიკური უწყება არ აზუსტებს, თუ რომელ შეუთავსებელ ქმედებაზეა საუბარი.