რუსეთში ხმებს ითვლიან. არჩევნების წინასწარი შედეგებით „ედინაია როსიას“ კანდიდატები იმარჯვებენ
არჩევნები რუსეთში ინგუშეთის გარდა თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა. ხმის მიცემის პროცედურა ასევე რუსეთის ფედერაციის ახალ სუბიექტებს – ყირიმს და სევასტოპოლს შეეხო. არჩევნების მეორე დღეს რუსეთში ხმებს ითვლიან. საერთო ჯამში, ქვეყანაში დაახლოებით 5 800 საარჩევნო კამპანია და ადგილობრივი რეფერენდუმი ჩატარდა, საარჩევნო სიებში თითქმის 75 მილიონი ამომრჩევლის გვარი იყო შეტანილი, ისინი 40-მდე მანდატის ბედს წყვეტდნენ, – წერს „იტარ-ტასი“.
30 რეგიონში მაღალი თანამდებობის პირების, ასევე 14 საკანონმდებლო საკრებულოში წევრების არჩევნები ჩატარდა. გარდა ამისა, მოსახლეობამ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების 3 ადმინისტრაციული ცენტრის მერი აირჩია. არჩევნების ოფიციალური შედეგები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. თუმცა, „იტარ-ტასის“ ცნობით, წინასწარი შედეგები უკვე გუშინ, 14 სექტემბერს საღამოს გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, ყველა კანდიდატი, ვინც, სავარაუდოდ, იმარჯვებს, „ედინაია როსიას“ მიერაა წარმოდგენილი.