“ძალადობა დაუშვებელია” – სახელმწიფო დეპარტამენტი ბელგრადის საპროტესტო აქციაზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სერბეთის ხელისუფლებას საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებების გამოსაძიებლად ეუთოს მისიასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების, დამკვირვებლებისა და საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნების მიმართ ძალადობა მიუღებელია, ასევე, ამბობს, რომ დემოკრატიული პროცესების ლეგიტიმურობა დამოკიდებულია გამჭვირვალობაზე.
ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წერილობით პასუხშია ნათქვამი, რომელსაც “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
„ჩვენ ორიენტირებულნი ვართ სერბეთთან მუშაობაზე, რათა გავაძლიეროთ დემოკრატიული მთავრობა და კანონის უზენაესობა, გავაუმჯობესოთ რეგიონული თანამშრომლობა, გავაგრძელოთ ეკონომიკური ზრდა და დავაჩქაროთ სერბეთის პროგრესი ევროკავშირის წევრობისკენ. სერბეთის მომავალი დასავლეთშია“, – ნათქვამია განცხადებაში.