დავით ნარმანია: კარგია, რომ გაეროში დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრება
თბილისის მერი დავით ნარმანია კიდევ ერთხელ გამოეხმაურა იმ საკითხს, თუ ვინ უნდა წარადგინოს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე საქართველო. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განმარტა, კარგია, რომ გაეროში დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.
“გაეროში აუცილებლად ერთი დელეგაცია უნდა წასულიყო და ასეც მოხდება. კარგია, რომ ერთი დელეგაცია გაემგზავრება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და წარმოადგენს საქართველოს”, – განაცხადა თბილისის მერმა.
საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაიშალა და საქართველოს დელეგაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.