”შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება” – საქართველოს რკინიგზა
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ”კვირა” უცვლელად გთავაზობთ.
”ძვირფასო მგზავრებო! დასავლეთში არსებული ძლიერი ქარის გამო, მახინჯაურში ხე წაიქცა და დააზიანა საკონტაქტო ქსელი. საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მთელი ღამე მუშაობდნენ. ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოების დასრულება რამდენიმე საათში იგეგმება. მომხდარის გამო შეყოვნება აქვს რამდენიმე რეისს, თუმცა მოძრაობა სრულად დაახლოებით 12 საათისთვის განახლდება.