შიო III პარლამენტში მივიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III პარლამენტში მივიდა.

პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები