უკრაინაში 3 500-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა
უკრაინაში 3 500-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. ეს ინფორმაცია ფეისბუქის საშუალებით ადამიანის უფლებათა დამცველმა ელენა ვასილიევამ გაავრცელა. ვასიელიევა რუსეთის მხრიდან დაღუპულების შესახებ ინფორმაციას იძიებს.
ადამიანის უფლებათა დამცველის მონაცემებით, 2 000 სამხედროს დაღუპვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ცნობილი გახდა კიდევ 926 დაღუპულის შესახებ. მისი მტკიცებით, მათ შორის 600 მეტი გვამი მაღაროში იყო ჩაგდებული, 59 დაღუპულის საფლავი ნოვოაზოვსკში აღმოაჩინეს, 47 ილოვაისკთან იყო მოკლული, 300 კი – პობედაში. „ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროთი არის დადასტურდა. და რამდენი დაჭრილი კიდევ არ გადაარჩინეს… დაითვალეთ“, – წერს ელენა ვასილიევა.