“უკრაინას მსოფლიოს მთელი იარაღი რომც მივაწოდოთ, ის ომს ვერ მოიგებს” – რობერტ ფიცო
რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი არ შეიძლება, გადაწყდეს სამხედრო გზით, კიევისთვის იარაღის და ფულის მიწოდების დასავლეთის თავდაპირველი მცდელობა ჩავარდა, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ Pravda-სთან ინტერვიუში თქვა.
„სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ და ვთქვათ, რომ უკრაინას არ აქვს საკმარისი ძალა, ვითარება სამხედრო გზით შეცვალოს, მას არავითარი კონტრშეტევა არ ძალუძს. ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ კიევს მსოფლიოს ყველა იარაღი, მთელი ფული, მაგრამ რუსეთი არასდროს დამარცხდება სამხედრო გზით. მოვა 2024 წელიც და ნახავთ, რომ რუსეთი დაიწყებს ამ ომის მოგვარების პირობების კარნახს“, – განაცხადა ფიცომ.
მისი თქმით, სრულმასშტაბიანი ბრძოლების დაწყების შემდეგ „სამშვიდობო მოლაპარაკებების ორი შესაძლებლობა“ იყო. ფიცოს თქმით, კიევი ემზადებოდა სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად, მაგრამ “მათ” უკრაინის პრეზიდენტს ეს “აუკრძალეს”.
სლოვაკეთის პრემიერი ამბობს, რომ რუსეთს სანქციების წინაშე აღმოჩნდა, რომლებიც „რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა მისი ხალხისთვის“, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ „რუსეთის მოქალაქე კედელს ურტყამს თავს, როცა ვერ ახერხებს ამერიკული ტელეფონის ყიდვას“.
„ბოლოს და ბოლოს, იყიდის ჩინურს და პრობლემა მოგვარებულია. ამ მხრივ ისინი უკიდურესად რაციონალური და პრაგმატულები არიან“, – ფიქრობს ფიცო.