რუსეთის სანქციის საპასუხოდ, ჰოლანდიაში „პომიდვრის ომი“ გაიმართა
ამსტერდამი ცენტრალური ქუჩა ერთი დღით „საბრძოლო მოქმედებების„ ეპიცენტრად იქცა, სადაც მთავარ “იარაღს” „პომიდორი“ წარმოადგენდა. ორგანიზატორების თქმით, აქციის „პომიდვრის ომის“ იდეა ესპანური „ლა ტომატინასაგან“ გადმოიღეს. აქციის საშუალებით ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა რუსეთის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პროდუქციის შეძენის აკრძალვა გააპროტესტეს. „პომიდვრის ომში“ მონაწილეობის ბილეთი 15 ევრო ღირდა, სულ ათასზე მეტი ბილეთი გაიყიდა. შეგროვებული თანხა ორგანიზატორებმა იმ ფერმერებს გადაუხადეს, რომლებსაც პომიდორი მოჰყავთ და რუსეთის სანქციის შედეგად დაზარალდნენ. „პომიდვირის ომის“ მოსაწყობად ორგანიზატორებმა საკვებად უვარგისი 120 ათასი პომიდორი შეიძინეს. „პომიდვრის ომის“ დასრულების შემდეგ მოედანი გაიწმინდა, ხოლო პომიდვრის ნარჩენები ბიოსაწვავის მწარმოებელ საწარმოებში გაიგზავნა.