ბატალიონ “დონბასის” მეთაური სემიონ სემენჩენკო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება
ATO-ს ფარგლებში მებრძოლი ბატალიონ “დონბასის” მეთაური სემიონ სემენჩენკო აშშ-ში, ვაშინგტონში იმყოფება, – ამის შესახებ სემენჩენკო თავის ფეისბუქის გვერდზე წერს. ვიზიტის ფარგლებში სემენჩონკო აპირებს ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს უკრაინაში არსებული სიტუაცია გააცნოს. ასევე დაგეგმილია შეხვედრები უკრაინული დიასპორის წარმომადგენლებთან.
ამავე კვირაში ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეს გამართავს უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც. 17 სექტემბერს ის ვიზიტით კანადას ეწვევა, ხოლო 18 სექტემბერს კი გაიმართება პოროშენკოსა და აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას შეხვედრა.