ხარკოვში პრორუსულ მომიტინგეებს მაიდნელებმა კვერცხები დაუშინეს

დღეს ხარკოვში პრორუსულ მომიტინგეებს და მაიდნელებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. ხარკოვის დროით საღამოს 17:00 საათზე ადგილობრივი პრორუსული ორიენტაციის მხარდამჭერებმა ლენინის ძეგლთან აქცია გამართეს. მომიტინგეები აქციაზე კომუნისტური დროშებით გამოცხადდნენ და უკრაინის არმიას მ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. მომიტინგეებთან მაიდანის მოძრაობის მომხრეები მივიდნენ, რომლებმაც აქციაზე მყოფებს კვერცხები დაუშინეს. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მხოლოდ მაიდნელები დააკავა, თუმცა მანამდე გაჩაღებულ ჩხუბში ორივე მხარე აქტიურობდა. ამჟამად ყველა დაკავებული განთავისუფლებულია. მაიდანის მომხრეები რომენ როლანის ქუჩაზე პიკეტს აწყობენ და პოლიციისაგან ითხოვენ ახსნას, თუ რატომ დააკავეს მხოლოდ ერთიანი უკრაინის მხარდამჭერები.
წყარო: obozrevatel.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები