მამაკაცმა ცოლის თვალწინ 7 წლის ქალიშვილი თავში გასროლით მოკლა და თავიც მოიკლა
დიდი ბრიტანეთის პოლიციამ გახსნა შემზარავი დანაშაული, რომელიც ქალაქ რაიში იასერ ალრომისმა ჩაიდინა. 46 წლის მამაკაცმა თავისი 7 წლის გოგონა მოკლა და შემდეგ ყოფილი ცოლის ლინდსი შილსტოუნის თვალწინ თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ლინდსი შილსტოუნი უკვე რამდენიმე წელია თავის ქალიშვილ მერი ენთან ერთად უკვე რამდენიმე წელი ემალებოდა ალრომისს, რომელიც მძიმე სასამართლო ბრძოლას აწარმოებდა შვილზე მეურვეობის უფლების მოსაპოვებლად. მეზობლების თქმით, ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე მამაკაცმა მოახერხა ლინდსის ადგილსამყოფელის დადგენა და მის თვალთვალს აწარმოებდა. ტრაგიკული ინციდენტის დღეს იასერი მოულოდნელად მივიდა ლინდსის სახლში, შემდეგ ხმის ამოუღებლად თავში ორი გასროლით მოკლა სკოლიდან ახლად დაბრუნებული საკუთარი შვილი. შემდეგ ყოფილი ცოლის თვალწინ იასერმა თავიც მოიკლა. სასწრაფო დახმარების ექიმებმა სცადეს გოგონას გადარჩენა, მაგრამ ჭრილობები ძალზე მძიმე აღმოჩნდა. იასერმა და ლინდსიმ ერთმანეთი წლების წლის გაიცნეს. იასერთან ქორწინების გამო ლინდსიმ ისლამი მიიღო და მთლიანად შეიცვალა ჩაცმის და ცხოვრების სტილი. მათი პირველი შვილი 18 თვის ასაკში დაიღუპა. 2006 წელს მათ ქალიშვილი მერი ენი გაუჩნდათ, რომელსაც ისლამური ტრადიციით მარიამი დაარქვეს. მაგრამ თადათან ლინდსიმ შეამჩნია, რომ ალრომისი სასტიკად ექცეოდა მას და ასევე ლინდსის შვილს პირველი ქორწინებიდან, რომელიც აუტიზმით იყო დაბადებული. ამის შემდეგ სოციალურმა სამსახურებმა მამაკაცს ბავშვებთან მარტო დარჩენა აუკრძალეს. ამ მოვლენებიდან მალევე ლინდსიმ უარი თქვა ისლამზე და ქორწინებაც დაინგრა. მას შემდეგ მამაკაცი მუდმივად დასდევდა ყოფილ ცოლს და მოითხოვდა მისთვის დაეთმო ქალიშვილზე მეურვეობა.