ბლინკენი: ღაზაში ომის სწრაფად დასრულება ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება, მომავალ წელს, ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია.
„ნათელია, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადავიდეს – გადავა – უფრო დაბალი ინტენსივობის ფაზაში. ჩვენ ველით, და გვინდა ვიხილოთ, გადასვლა უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებზე, უფრო მცირე რაოდენობის ძალებით, რომლებიც რეალურად არიან ფოკუსირებულნი „ჰამასის“ ხელმძღვანელობაზე, გვირაბების ქსელსა და სხვა მიმართულებებზე. როგორც კი ეს მოხდება, თქვენ დაინახავთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად შემცირდება“, – აღნიშნა ბლინკენმა.
მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ისრაელის დახმარებას, რათა უზრუნველყოს, რომ ის, რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აღარასოდეს განმეორდეს.