რამზან კადიროვმა მხატვრულ ფილმში მთავარი როლი ითამაშა (ვიდეო)

  ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა მხატვრულ ფილმში მთავარი გმირი განასახიერა. ხავა ახმადოვას რეჟისორობით ფილმს „Волшебный гребень“ ეწოდება და მასში ჩეჩნეთის წამყვანმა მსახიობებმა მიიღეს მონაწილეობა. სცენარის თანახმად, ფილმის მთავარი გმირი პოულობს ჯადოსნურ მუზარადს, რომლის წყალობითაც ის დროში, ძველ ჩეჩნეთში მოგზაურობს.
„ფილმში ასახულია, როგორ ლამაზად ცხოვრობდნენ ძველი წინაპრები, როგორი პატივისცემით ეპყრობოდნენ ერთმანეთს, ბრწყინვალედ იღებდნენ სტუმრებს, უყვარდათ შრომა და მამაცი ყმაწვილების, ნამდვილი მეომრების აღზრდა“, – განაცხადა კადიროვმა.
მისი სიტყვებით ფილმი მოკლ დროში, ერთი კამერით გადაიღეს, ყოველგვარი ფინანსური დანხარჯების გარეშე. კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ „ყველანი ერთი ამოსუნთქვით ვმუშაობდით, ხანდახან იმპროზივიზაციასაც მივმართავდი”.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=o0H0QXuaKqU” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები