სტიუარდესაზე თავდასხმის გამო მოსკოვის თვითმფრინავმა იძულებითი დაშვება განახორციელა
ასტრახანის აეროპორტში იძულებითი დაშვება განახორციელა სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც მოსკოვი- გაბალას (აზერბაიჯანი) რეისს ასრულებდა.
„დადგინდა, რომ 1963 წელს დაბადებულმა მგზავრმა ბორტგამცილებელს უმიზეზოდ სახის არეში დატყმა მიაყენა. ხულიგანი ადგილზე გამოცხადებულმა სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს“, – ნათქვამია ასტრახანის პოლიციის მიეც გავრცელებულ განცხადებაში. მოგვიანებით ასტრახანის პოლიციის სატრანსპორტო განყოფილებაში განაცხადეს, რომ სასამართლომ მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის „წვრილმანი ხულიგნობის „ მუხლით 10 დღით დააკავა.