კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 72% შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის გადადგომის წინააღმდეგია.
გამოკითხულთა მხოლოდ 2% ეკიდება დადებითად მის შესაძლო გადაყენებას; 21% საკითხის მიმართ „ნეიტრალურად არის განწყობილი”; ხოლო 5-მა პროცენტმა საკუთარი აზრის ჩამოყალიბება ვერ შეძლო.
კვლევა 4-10 დეკემბერს ჩატარდა.