თურქეთში თებერვალში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად, ქვეყანას 110 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა
თურქეთში თებერვალში მომხდარი დამანგრეველი, 7,7, და 7,6 მაგნიტუდის შედეგად, ქვეყანას 110 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
ამის შესახებ ქვეყნის გარემოსა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟხასეკიმ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის ტერიტორიის 66% სეისმური რისკის ზონაშია.
“6 თებერვლის მიწისძვრების შედეგად ჯამური ზარალი 110 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 66% და მისი მოქალაქეების 71% პირველი და მეორე კატეგორიის მიწისძვრების საფრთხის ზონაშია”, – განაცხადა მინისტრმა.