აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს კენჭს 2024 წლის დასაწყისში უყრის

აშშ-ის სენატი უკრაინის დახმარების პაკეტს და აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერებას კენჭს მომავალი წლის დასაწყისში უყრის, თუმცა, ორივე პარტიის მომლაპარაკებლები მუშაობას აგრძელებენ.

ამის შესახებ სენატში ორივე პარტიის ლიდერებმა განაცხადეს.

„ჩვენი მომლაპარაკებლები ძალიან ბევრს იმუშავებენ დეკემბრის და იანვრის არდადეგების დროს და ჩვენი მიზანია – რაღაცა გავაკეთოთ, როგორც კი დავბრუნდებით“, – განუცხადა სენატში დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.

ამავდროულად, რესპუბლიკელმა ჯონ ტუნიმ თქვა, რომ შეთანხმება 2024 წლის იანვრამდე არ იქნება მიღწეული და აღნიშნა, რომ „დემოკრატებმა დაკარგეს დრო, როდესაც საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმება შობამდე იყო შესაძლებელი”.

ჩაკ ​შუმერმა და სენატში რესპუბლიკელთა ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა ერთობლივ განცხადებაში თქვეს, რომ მომლაპარაკებლები “გამამხნევებელ პროგრესს აღწევენ”, მაგრამ “პრობლემური საკითხები რჩება”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები