პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა, თუმცა, პირობას ასახელებს
რუსეთი მზად არის მოლაპარაკებისთვის უკრაინასთან, ევროპასა და შეერთებულ შტატებთან, მაგრამ მხოლოდ მისი ინტერესების გათვალისწინებით, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე.
“ჩვენსას არავის მივცემთ. აი, ეს უნდა გაიგოს ყველამ. უკრაინაშიც მათ, ვინც რუსეთის მიმართ არის აგრესიულად განწყობილი, ევროპაშიც, და შეერთებულ შტატებშიც. მოლაპარაკება სურთ – დაე, მოილაპარაკონ. მაგრამ ჩვენ ამას მხოლოდ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებთ“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი არასდროს ერეოდა და არც აპირებს ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების საქმეებში.
”მაგრამ რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ – არის ჩვენი ინტერესების დაცვაა”, – თქვა მან.