რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში შვიდი ათასი კვადრატული კილომეტრი დანაღმა – მაშინ, როდესაც ფრონტის ხაზი ორი ათასი კვადრატული კილომეტრია.
მისი თქმით, ამავე დროს, ნაღმების ველების სიღრმე 600 მეტრამდეა, რაც „ორჯერ აღემატება სტანდარტს“.
შოიგუ ასევე ამბობს, რომ უკრაინაში მილიონ-ნახევარი „დრაკონის კბილი“ დამონტაჟდა; ორი ათასი კილომეტრი ტანკსაწინააღმდეგო თხრილი; 12 ათასი ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქცია; ოცეულის სამი ათასი საყრდენი პუნქტი; 45 ათასი თავშესაფარი და 150 ათასზე მეტი თავშესაფარი აღჭურვილობისთვის.