რატი ბრეგაძე – პრემიერის წლიურ ანგარიშზე: ეს ყველაფერი იყო ერთი დიდი პროგრესის ისტორია

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში შეაფასა.

“რეალურად, ეს იყო დიალოგი საზოგადოებასთან და ეს ყველაფერი იყო ერთი დიდი პროგრესის ისტორია, რომლის მიღწევაც საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის შემდგომ შეძლო. მაგალითისთვის გეტყვით თუნდაც მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე პროექტზე, რომლის დასრულების შემდგომაც ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გაირკვევა ყველა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. მაგალითად, 2012 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებდა 12 იუსტიციის სახლი, დღეს კი მათი რიცხვია 118. ყველას კარგად მოეხსენება, თუ რა მდგომარეობა იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2011 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო სისტემური პრობლემა პენიტენციურ დაწესებულებებში და ეს არის არა ჩვენი შეფასება, არამედ არაერთი ევროპული სტრუქტურისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ქვეყნის ძალიან დიდი სირცხვილი იყო. ამ ყველაფრის შემდგომ, დღეს ჩვენ გვაქვს პენიტენციური სისტემა, რომელშიც მოქმედებს ციფრული უნივერსიტეტი და რომელშიც რამდენიმე ხნის ხნის წინ ჩვენ გავხსენით უკვე იუსტიციის სახლები“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები