“რუსეთი უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი იყო” – პუტინი

რუსეთი იყო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე.

“უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთადერთი გარანტი რუსეთი იყო. როდესაც რუსეთმა საბჭოთა კავშირი შექმნა, ის მოსახლეობასთან ერთად უბრალოდ გასცემდა რუსეთის უზარმაზარ ისტორიულ ტერიტორიებს, უზარმაზარ პოტენციალს და მთელ ამ ტერიტორიაზე უზარმაზარ რესურსებს დებდა,” – თქვა მან.

სხვა საკითხებთან ერთად, პუტინმა თქვა, რომ რუსეთი არ ჩარეულა და არ ჩაერევა ევროპის საქმეებში.

„მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის ევროპის ხალხების არჩევანი, ჩვენ არასდროს ვერეოდით, არ ვერევით და არ ვაპირებთ ამაში ჩარევას“, – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ის, რასაც რუსეთი ნამდვილად გააკეთებს, არის საკუთარი ინტერესების დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები