ცოტნე ანანიძე: სააკაშვილი პოლიტიკაში არის იგივე დონე, რაც ხაბეიშვილი, სახელია სხვადასხვა
“სააკაშვილი პოლიტიკაში არის იგივე დონე, რაც ხაბეიშვილი, სახელია სხვადასხვა, ნაცნობი რიტორიკით და ხრიკებით”, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ცოტნე ანანიძე “ნაცმოძრაობაში” ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.
მისივე თქმით, ოპოზიცია პრორუსული იარლიყების აკიდების სტრატეგიით, არჩევნებამდე პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის.
„სად გაგონილა, რეკლამები სარბენ ბილიკზე იყოს გადაღებული, ერთ ადგილზე სირბილი მათი პოლიტიკური ხედვის ნაწილია, რომელიც გამოხატულია “ნაცმოძრაობის” დღევანდელი ლიდერის ვიდეოებში. რას ელოდება ამომრჩეველი, ნაციონალური მოძრაობის ძველი თუ ახალი წევრისგან – ხაბეიშვილისგან, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს სააკაშვილს. ლევან ხაბეიშვილი იგივე მიხეილ სააკაშვილია, სხვა სახელით და გვარით, იმავე რიტორიკით და ნაცნობი ხრიკებით. ოპოზიცია, ამ რესურსით და მათ მიერ შექმნილი ხაფანგით – პრორუსული იარლიყების აკიდების სტრატეგიით, არჩევნებამდე, პოლიტიკურ მოცემულობას ვერ შეცვლის“, – განაცხადა ცოტნე ანანიძემ.