შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციაზე: საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა, ისინი ბაქანზე არიან ახლაც, ჯერჯერობით მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა

“როგორი წარმატებითაც გავიარეთ ჩვენ ეს წელიწად-ნახევარი და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ისეთივე წარმატებით გააგრძელებს ხელისუფლება პრიორიტეტებზე მუშაობას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას შესაბამის სამუშაო პროცესებში ჩართვის სურვილი თუ აქვს – ამის შესაძლებლობა აქვთ.

„მათ წინა შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. საქართველოს ევროპული მატარებელი დაიძრა, ისინი ბაქანზე არიან ახლაც, ჯერჯერობით მატარებლის ტემპი არ არის ისეთი სწრაფი, რომ ვერ შეძლონ შემოხტომა. ასე რომ, თუ მათ სურთ მონაწილეობის მიღება, შემოუერთდნენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები