შალვა პაპუაშვილი: ხავიერ კოლომინამ წინსვლა მოგვილოცა

“ბატონმა კოლომინამ წინსვლა მოგვილოცა და, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის ერთი ორგანიზაცია, ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან, ერთ ორგანიზაციაში წინსვლა გულისხმობს მეორე ორგანიზაციაში წინსვლას”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრისას, საუბარი იყო ევროკავშირთან დაკავშირებითაც.

“ბრიუსელს ვსტუმრობდი ახლახან და მონაწილეობა მივიღე კომისიის სხდომაში, სადაც მივიღე სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს შორის ურთიერთობების შემდეგ ეტაპებზე, ასევე, ვაშინგტონის სამიტზე, რომელიც დაგეგმილია მომავალ წელს, ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირთან დაკავშირებით, წინსვლა მოგვილოცა ბატონმა კოლომინამ და მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი და ნატო არ არის ერთი ორგანიზაცია, ეს დაკავშირებულია ერთმანეთთან. ერთ ორგანიზაციაში წინსვლა გულისხმობს მეორე ორგანიზაციაში წინსვლას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინას შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები