ჯანმო: კორონავირუსი ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული, რაც იწვევს მძიმე ავადმყოფობას და სიკვდილს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ COVID-19 ადაპტირებულია ადამიანებზე, მაგრამ მისი მუტაციები გრძელდება.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მელიტა ვუინოვიჩმა თქვა, ვირუსი 4 წლის წინ გამოვლინდა და ცირკულირებას აგრძელებს.

“და აშკარაა, რომ ვირუსი ადაპტირებულია ადამიანის პოპულაციაზე,  აგრძელებს არსებობას. ზამთრის დადგომასთან ერთად, ევროპასა და ცენტრალურ აზიაში COVID-19-თან ერთად, სხვა რესპირატორული პათოგენებიც ცირკულირებენ.  კორონავირუსი ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული, რაც იწვევს მძიმე ავადმყოფობას და სიკვდილს“, – თქვა მან.

ვუინოვიჩმა აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში პაციენტების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იზრდება – მათ შორის, იტალიაში, ფინეთსა და სლოვაკეთში.

მისი თქმით, ვაქცინაცია და პირბადის ტარება რჩება კოვიდსა და გრიპთან ბრძოლის მთავარ საშუალებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები