რომის პაპი: მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო
მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. ესაა ომი, რომელიც დანაშაულებისგან, მასობრივი მკვლელობებისა და ნგრევისგან შედგება”, – ეს განცხადება რომის პაპმა პირველი მსოფლიო ომის დაწყების დღესთან დაკავშირებულ ცერემონიაზე გააკეთა.
პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპული სამხედროების საფლავებთან პონტიფიკოსმა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა განიხილა და განაცხადა, რომ ამჟამინდელი ომი მოუთმენლობის, სიხარბის, ძალაუფლებისადმი სწრაფვის მიზეზით დაიწყო.
პაპმა ფრანცისკემ მთელ მსოფლიოს მოუწოდა, თავი დააღწიოს აპათიას და უარი თქვას ძალადობაზე.