დღეს საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა ეწვევა

დღეს საქართველოში, ოფიციალური ვიზიტით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი – ხავიერ კოლომინა ჩამოვა.

არსებული ინფორმაციით, კოლომინა შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს. შეხვედრებზე საუბარი შეეხება რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს პროგრესს წევრობის გზაზე, საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობასა და ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები