ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ჰანუნზე სრული კონტროლი მოიპოვეს
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) 252-ე სარეზერვო დივიზიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ბეით ჰანუნის რაიონში „ჰამასის“ ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო ოპერაციები დაასრულა და ამ რეგიონზე პასუხისმგებლობა ღაზას დივიზიას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ეს ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ ისრაელელი სამხედროები მტკიცედ აკონტროლებენ ღაზას სექტორის აღნიშნულ მონაკვეთს.
IDF-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ 252-ე დივიზიის ჯარებმა, მათ შორის ქვეითებმა, ტანკებმა, საბრძოლო ინჟინრებმა და არტილერიამ, დაამარცხეს „ჰამასის“ ბეით ჰანუნის ბატალიონი და დაიკავეს მათი ძირითადი შენაერთები და დასაყრდენი.
ამასთან, IDF ამბობს, რომ ბეით ჰანუნის ბატალიონი სკოლებსა და საზოგადოებრივ შენობებს ბაზებად იყენებდა, სადაც ჯარებმა გვირაბები და იარაღი აღმოაჩინეს.
„ოპერაციების დროს 252-ე დივიზიამ მრავალი ტერორისტი მოკლა და გაანადგურა მათი იარაღის საწყობები, სარაკეტო სადგურები, მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრები და მნიშვნელოვანი გვირაბები“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.