Axios: CIA-ს ხელმძღვანელი “ჰამასის” მძევლების საკითხზე ისრაელსა და კატართან მოლაპარაკებას გამართავს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი დღეს კატარის პრემიერს, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის და ისრაელის სადაზვერვო სააგენტო Mossad-ის ხელმძღვანელს, დევიდ ბარნეას ვარშავაში შეხვდება.
შეხვედრის მიზანია “ჰამასის” მძევლების გასათავისუფლებლად ახალი გარიგების განხილვა.
ამის შესახებ Axios-ს ამერიკელმა და ისრაელელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს.
ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში ბერნსის მონაწილეობა აუცილებელია მას შემდეგ, რაც მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წინა შეთანხმების დროს, რის შედეგად 100-ზე მეტი მძევლის გათავისუფლება მოხერხდა.
გამოცემის თანახმად, ისრაელის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ახალი შეთანხმების მიღწევა ამჯერად უფრო რთული იქნება, რადგან ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაცია ორიენტირებულია “ჰამასის” ლიდერზე ზეწოლის გაზრდაზე, რაც მოლაპარაკებისთვის მცირე ადგილს ტოვებს.