დავით მათიკაშვილი: აბსოლუტური სიმართლეა ის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში უდიდესი როლი შეასრულა ჩვენმა საზოგადოებამ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში საზოგადოებამ უდიდესი როლი შეასრულა.
„წელიწად-ნახევრის წინ ოპოზიციამ ვერ ააღელვა ხალხი, ვერ გამოიყვანა დესტრუქციულად ისინი ხელისუფლების არასაარჩევნო გზით შესაცვლელად და დასამხობად. ეს ვერ მოახერხა ოპოზიციამ და ამას ვერ გააკეთებს ვერასდროს.
აბსოლუტური სიმართლეა ის, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭებაში უდიდესი როლი შეასრულა ჩვენმა საზოგადოებამ. სწორედ საზოგადოება იყო, ვინც დაიცვა მშვიდობა. საზოგადოება იყო, ვინც სწორად შეაფასა ხელისუფლების სწორი ნაბიჯები. ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა ხალხმა ერთად მოიპოვა ის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც მივიღეთ ჩვენ“, – განაცხადა მათიკაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.