მიხეილ სარჯველაძე – პრეზიდენტზე: რაც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გახდა მისი განცხადებებიდან, ეს იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა

რაც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გახდა მისი განცხადებებიდან, ეს იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა 2022 წელს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

“გადავავლოთ თვალი მის ნამოღვაწარს პერიოდების მიხედვით და მერე გასაგები იქნება საზოგადოებისთვისაც, თუ უკვე გასაგები არ არის ყველასთვის ყველაფერი. მე მგონია, რომ მარტივად დგას საკითხი – შევაფასოთ უბრალოდ, რა განცხადებები კეთდებოდა ზურაბიშვილის მხრიდან 8 ნოემბრამდე და 8 ნოემბრის შემდეგ როგორია მისი დამოკიდებულებები. 8 ნოემბრამდე იყო სრულიად დესტრუქციული, სრულიად აცდენილი რეალობას, ჩემი აზრით, განცხადებები და რიტორიკა, ნამოქმედარზე ვერაფერს ვიტყვი ნამდვილად.

იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რაც ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი გახდა მისი განცხადებებიდან, ეს იყო, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა 2022 წელს, იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად ატარებს რეფორმებს და, შესაბამისად, არ უნდა გვქონოდა თითქოს მოლოდინი კანდიდატის სტატუსის მოპოვების. წინა დღეს გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ სურვილი ჰქონდა დასწრებოდა ამ ღონისძიებას და თქვა, რომ თუ სთხოვდნენ თუ ნებას დართავდნენ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსულიყო და ა.შ.

ცოტა გაუგებრად თქვა ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, მე მაინცდამაინც მსურველი არ ვიქნებოდი რომ ის გამოსულიყო რადგან, ნახევრად ხუმრობით ვიტყვი, კიდევ რამე დამაზიანებელი არ ეთქვა, ალბათ, სჯობდა ამისგან თავი დაგვეცვა. ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები