დავით მათიკაშვილი და მიხეილ სარჯველაძე ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს და ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განხილული იყო „ადვოკატთა შესახებ” კანონში და საპროცესო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები, რომლის ინიციატორიც ადვოკატთა ასოციაციაა.
„პუნქტობრივად განვიხილეთ კონკრეტული მიმართულებები და შევჯერდეთ სამომავლო სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საგაზაფხულო სესიის დაწყების შემდეგ განვახორციელებთ”, – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.