3 დაღუპული და 28 დაშავებული – ავარია თურქეთში

   სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად თურქეთში 13 ადამიანი დაიღუპა 28 კი დაშავდა.
შემთხვევა ისპარტა-სტამბულის გზაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ავტობუსი გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
რამდენიმე ადამიანი ადგილზევე დაიღუპა. დაშავებულები ანტალიისა და ისპარტის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაღუპულთა და დაშავებულთა მოქალაქეობა ამ დრომდე არაა დადგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები