უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის კაბინეტში მოსასმენი მოწყობილობა აღმოაჩინეს.
თუმცა, უკრაინის სპეცსამსახურში განმარტავენ, რომ მოწყობილობა არა უშუალოდ ზალუჟნის კაბინეტშია ნაპოვნი, არამედ – ერთ-ერთში, სადაც მას მომავალში შეეძლო ემუშავა.
მომხდარზე ქვეყნის სუს-მა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მუდმივი განლაგების ერთ-ერთ ადგილზე, ტექნიკური მოწყობილობის იდენტიფიცირების ფაქტზე“.
”ხაზს ვუსვამთ, რომ აღჭურვილობა ნაპოვნია არა უშუალოდ ვალერი ზალუჟნის კაბინეტში, არამედ – ერთ-ერთში, რომელიც მომავალში მას შესაძლოა, სამუშაოდ გამოეყენებინა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მათივე თქმით, ნაპოვნი მოწყობილობა არ იყო “მუშა მდგომარეობაში”.