ბოჭორიშვილი – პრეზიდენტზე: მან გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელიც აბსოლუტურად ასცდა ამ ქვეყნის მთავარ მიზანს

სახელმწიფო ინსტიტუტები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მეც სურვილი მექნებოდა, რომ მეხილა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გუშინ სცენაზე, თუმცა, სამწუხაროდ, მან არჩევანი მანამდე გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მან გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელიც აბსოლუტურად ასცდა ამ ქვეყნის მთავარ მიზანს. არ ვიცი, რა მოტივებით გადაწყვიტა, რომ მაინც და მაინც ოპოზიციის რიგებში უნდა გადაბარგებულიყო, თუმცა, ვფიქრობ, რომ მას შეეძლო თავის დროზე გამოეყენებინა ეს თანამდებობა სულ სხვაგვარად და სხვანაირი როლი ეთამაშა თუნდაც დეპოლარიზაციის საკითხში. კონსტიტუციას უგულებელყოფ, მთავრობას ოპოზიციაში უდგები და მერე გინდა წარმოჩინდე, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ეს ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა შეცდომები დაუშვა“, -განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები