ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა.

შემთხვევის დროს ბავშვები დედასთან ერთად იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი, 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ის მ. იაშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. რაც შეეხება უფროსი ბიჭის მდგომარეობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მათივე თქმით, მიუსაფარი ცხოველების პრობლემა მთელ მუნიციპალიტეტში არის და შესაბამის სამსახურს მოუწოდებენ, აღნიშნული პრობლემა მოაგვარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები