„აუტანელი ტრაგედიაა, ისრაელის სახელმწიფო გლოვობს“ – ნეთანიაჰუ ღაზაში სამი მძევლის შეცდომით მოკვლას ეხმაურება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში, ისრაელის შეიარაღებული ძალების სამი მძევლის შეცდომით მკვლელობასთან დაკავშირებით პირველ საჯარო კომენტარს აკეთებს.
„ეს აუტანელი ტრაგედიაა. ისრაელის სახელმწიფო გლოვობს დღეს. ამ რთულ მომენტშიც კი ჩვენ ჭრილობებს მოვიშუშებთ, საჭირო დასკვნებს გავაკეთებთ და გავაგრძელებთ ჩვენს უზენაეს მისიას, რომ ყველა ჩვენი მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ სახლში“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვითი ძალების (IDF) სპიკერის ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაში ბრძოლების დროს ისრაელის ძალებმა შეცდომით სამი ისრაელელი მძევალი საფრთხედ მიიჩნიეს, ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.