IDF-ის სპიკერი: ისრაელის ძალებმა ღაზაში ბრძოლების დროს შეცდომით სამი მძევალი მოკლეს

ისრაელის თავდაცვითი ძალების (IDF) სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ბრძოლების დროს ისრაელის ძალებმა შეცდომით სამი ისრაელელი მძევალი საფრთხედ მიიჩნიეს, ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.

მისი თქმით, ტრაგიკულ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება.

„ეს არის ტერიტორია, სადაც ჯარისკაცები შეხვდნენ ბევრ ტერორისტს, მათ შორის თვითმკვლელ ტერორისტებს“, – განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები